აქა ამბავი, თუ როგორ გავხდი ქურდი

დღეს დილით, როცა ფრიად გამოძინებულს გამეღვიძა, არ ვიცი საიდან და რატომ მაგრამ ჩემი ბავშვობის ე.წ “გრეხები” გამახსენდა. უფრო სწორად, ერთი სახეობის რამდენიმე ცოდვა :). სათაურიდანაც მიხვდებოდით, რაზეა საუბარი. საერთოდ ბავშვობაში, უფრო მეტი რიდი და შიში მქონდა, ვიდრე ახლა. მაგრამ იყო მომენტები როცა მძლევდა ხოლმე  ეშმაკი.

ამბავი 1.  ასე 7–8 წლის ვიქნებოდი, როცა საპირველსექტემბროდ ჩემმა მშობლებმა ბაზრობაზე წამიყვანეს. მახსოვს ძალიან ბევრი ხალხი იყო, და ვიწრო გასავლელებში გადაადგილებას ძლივს ვახერხებდით. თან მაშინ ისეთი დრო იყო, საყიდლებზე რომ გავიდოდით თითქმის ერთი სეზონისას ვყიდულობდით, ხშირად რომ არ გვევლო . ამიტომ, ბაზრობაზე სიარული ჩემთვის რაღაც წინასწარ დაგეგმილ, სერიოზულ მოვლენას წარმოადგენდა. გარდა ამისა, რამდენიმე საათიანი “შოპინგის” მიუხედავად, არც ჩემი საკვებით უზრუნველყოფაზე ზრუნავდნენ 2 მიზეზის გამო, ა) ბაზრობაზე გამომცხვარ–მომზადებულს კი არა ყველაზე სუფთა საკონდიტროში გამომცხვარს არაფერს ყიდულობდნენ ჩემები, ძალიან ჰომ–მეიდ ოჯახი მყავს მე 🙂 ბ) იმ სიბინძურეში და მტვერში, სახლიდან წაღებულის ჭამაც როგორ შეიძლებოდა (!). ჰოდა, მოკლედ ესე გადაღლილები ერთ ვიწრო გასავლელში ვცდილობდით გავლას, გვერდით მოხალული მზესუმზირა, გოგრის თესლი და მიწისთხილი იყიდებოდა. არ ვიცი რამ წამომიარა, მაგრამ უცებ გავთვალე გონებაში ” ამდენ ხალხში რას დაინახავს გამყიდველი ვისი ხელი აიღებს ერთ–ორ მარცვალს”– თქო, და მეც გავყავი პატარა ხელი და ელვის სისწრაფით ავწაპნე ზუსტად 3 ცალი მოხალული გოგრის თესლი.  ნურას უკაცრავად, გამყიდველის მახვილმა თვალმა მაშინვე შემნიშნა და წივილ–კივლით საშინლად შემარცხვინა ხალხის წინაშე, ვგრძნობდი როგორ ამეწვა სახე და პასუხად ამოვილუღლუღე : “რა მოხდა სულ 3 ცალი ავიღე, ბოდიში”.  😀 ძალიან მრცხვენოდა ხოლმე ამ ამბის გახსენებისას.

ამბავი 2. მეორედ, ცოტა უფრო მოზრდილი ვიყავი. ასე 12 წლის მე, ჩემი დაქალი კი 9–10 წლის. მეუბნება, ჩვენი ქუჩის ბოლოში ერთი დამწვარი სახლიაო და ეზოში ბვერი ყვავილებიო, წამოდი დავკრიფოთო. მეც დავუჯერე და წავედით. საერთოდ ძალიან დაბნეული ვინმე ვიყავი და რატომღაც არ დავაკვირდი იმ ფაქტს რომ ჩემმა დაქალმა ჯერ ფრთხილად შეიხედა ეზოში და მერე გამომძახა შევიდეთო. მოკლედ, კვლებში დათესილ გაყვავილებულ ნარცისებს ჩამოვუარეთ და მკლავებგავსებულები გამოვედით. კიდევ დარჩა რაღაც ყვავილები ასაკრეფი. ჰოდა, ავბრუნდით და კარი რომ შევაღე, დავინახე კაცი, კიბეზე სიგარეტს ეწეოდა. გიჟებივით გამოვიქეცით და დავიმალეთ ჩემი დაქალის სახლში. არ გასულა 5 წუთი და დიდი ფაშფაშა ქალი ყვირილით შემოვარდა ეზოში. საშინელმა კანკალმა ამიტანა, თან მე უფროსი ვიყავი და ყველაზე მეტიც მე მომხვდა. მაშინაც საშინლად ამეწვა სახე, ვკანკალებდი და ხელებს ერთმანეთზე ვუჭერდი, ვიზელდი… მაშინაც საშინლად შემრცხვა, ამოთხრილი ყვავილები დავაბრუნეთ, თუმცა მანამდე რამდენიმეს ეზოებში დარგვა მოვასწარით , ჰოდა დღემდე ყოველ გაზაფხულზე, ჩემს ეზოში ორი ძირი ნარცისი ყვავის და ბავშობას მახსენებს, ახლა უკვე ღიმილით. 🙂

Advertisements

8 Responses to “აქა ამბავი, თუ როგორ გავხდი ქურდი”


  1. 1 ♥ Miss.Catalan.. ♥ ივნისი 2, 2011, 4:03 PM

    რა საინტერესოა : ))))))))

  2. 2 თიკა ივნისი 2, 2011, 6:12 PM

    ჰაჰაჰ:)))) მეც მომიპარავს, თან საზამთრო,
    ვახსენე კიდევ მგონი სადღაც, ჩემს ბლოგზე
    ხალისებით მახსენდება ის დრო (ჩემზე მძიმე იყო ის საზამთრო მგონი 😀 )

    • 3 Chiamaria ივნისი 2, 2011, 8:52 PM

      უი, საზამთროზე მეც მქონდა ერთი ამბავი.. გამომრჩა .. 🙂
      ეგ არაფერი, უბრალოდ ამ ორმა ყველაზე მეტად შემარცხვინა 😀

  3. 5 girlwithumbrella ივნისი 3, 2011, 7:18 PM

    🙂 ბავშვობა რას არ გაგვაკეთებინებს…მომწონს შენი ბლოგი 🙂

  4. 7 ketusi ივნისი 4, 2011, 1:04 AM

    ჰააჰაა,მაგარია … 🙂

  5. 8 Teaa ივნისი 12, 2011, 6:35 PM

    მაგარია! :))))))))))))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: