სიყვარულის ღმერთები

ყოფილხართ უგონოდ შეყვარებული? როცა შენთვის დედამიწა მის გარშემო ბრუნავს, როცა მისი სიხარული შენი სიხარულია და მწუხარება შენი ტკივილი. გვინდა არ გვინდა ეს თემა ამოუწურავია, სიყვარულზე დაუსრულებლად წერდნენ, საუბრობდნენ, ოცნებობდნენ და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი მფეთქავი გულიც არ გაჩერდება. ანტიკურმა ადამიანებმა ყველაფერს ზებუნებრივი გამგებელი მოუძებნეს, მათ შორის სიყვარულსაც და უძღვნიდნენ მათ

სიმღერებს, უგებდნენ ტაძრებს და სწირავდნენ მსხვერპლს.
ბაბილონელებისა და შუმერებისთვის სიყვარულს და სექსუალობას ქალღმერთი იშთარი განაგებდა. თავად მას უამრავი საყვარელი ჰყავდა.სიყვარულისა და ნაყოფიერების მბრძანებლად ეგვიპტელებს ქალღმერთი იზისი ჰყავდათ. ის ისტორიულ და მოთოლოგიურ თქმულებებში ხშირად შეგხვდებათ. “მკვდართა წიგნში” ეს ქალღმერთი ასე იყო განმარტებული : ის აძლევს დასაბამს ყველაფერს დედამიწასა და ზეცაში, არის ქვირვთა, ობოლთა შემწე, ეძებს სამართლიანობას ღატაკთათვის და არის სუსტთა მფარველი. მითოლოგიის მიეხდვით, ის დედამიწის ღმერთის–გების პირველი ქალიშვილია.

ბერძნულ მითოლოგიაში სიყვარულის, სილამაზის, სექსუალობის ქალღმერთად აფროდიტე მოიხსენება. არ ვიცი, რატომ გადწყვიტეს ბერძნებმა რომ სიყვარულის ქალღმერთი მაინც და მაინც გენიტალიებიდან უნდა აღმოცენებულიყო, მაგრამ ფაქტია რომ მისი დაბადება სწორედ ასეთ მოვლენას უკავშირდება : როცა კრონუსმა ურანუსს მამაკაცური ღირსება მოაჭრა და ზღვაში გადაყარა, ზღვის ქაფიდან ქალღმერთი აფროდიტე დაიბადა.  ის ისეთი მშვენიერი იყო, რომ მის სილამაზეს ომის გამოწვევაც კი შეეძლო ღმერთებში, ამიტომაც ზევსმა ის ჰეფესტოს მიათხოვა. აფროდიტეს ურიცხვი საყვარლები ჰყავდა, როგორც ღმერთებს შორის (არესი), ისე ადამიანებს შორის (ანქისესი). აფროდიტეს ანალოგი რომაულ მითოლოგიაში ქალღმერთი ვენერაა. ბერძნებს მამაკაცი ღმერთიც ჰაყვდათ სიყვარულისა და სექსუალობის მბრძანებლად– ეროსი. ის აფროდიტესა და მისი საყვარლის–არესის ვაჟი იყო.

ინდურ მითოლოგიაში ეს ფუქნცია ქალღმერთ რადჰას დააკისრეს. ის კრშნას ბავშვობის მეგობარი და საყვარელი იყო. ძირითად მითოლოგიურ თხზულებებში რადჰა სწორედ კრშნასთან ერთად მოიხსენება. მამაკაცი ღმერთი კი ინდოელებისთვის კამაა. ის ადამიანური სიყვარული ღმერთია. ის აღწერილია როგორც ახალგაზრდა, სიმპათიური ყმაწვილი რომელიც მშვილდ–ისრითაა შეიარაღებული. მშვილდი შაქრის ლერწმისგანაა დამზადებული, ხოლო ისრები 5 სახეობის ყვავილითაა შემკული.

რომაული მითოლოგიიდან კი ყველასთვის კარგად ნაცნობი კუპიდონი ითავსებს სიყავრულის მამაკაცი ღმერთის როლს. ის იყო ქალღმერთი ვენერასა და ღმერთი მარსის ვაჟი. კუპიდონი ბერძნული ეროსის ანალოგია. ხშირად მას აღწერენ როგორც ფრთიან, მშვილდ–ისრიან არსებას. კუპიდონი შეყვარებული იყო ფსიქეაზე და მას ყოველ ღამით, ჩაძინებულს სტუმრობდა. მიჯნურს ისე ესაუბრებოდა რომ თვალით არ ენახვებოდა და სთხოვდა, არასდროს ეცადა მისი დანახვა.  თუმცა, ფსიქეა, მისი ორი დისგან შთაგონებული, რომ კუპიდონი ნამდვილი მონსტრი იყო, მაინც მიახერხა და თვალი შეავლო მას, რითაც ძალიან გააბრაზა და კუპიდონმაც მიატოვა. მას შემდეგ ფსიქეა მთელს სამყაროში დაეძებდა შეყვარებულს, მანამ სანამ ქვეყნიერების კიდესთან ღმერთმა იუპიტერმა არ იპოვა და უკვდავება არ აჩუქა. ამის შემდეგ, ფსიქეასა და კუპიდონს უკვე შეეძლოთ ერთად ყოფნა, მათ შეეძინათ ქალიშვილი ვოლუპტასი, იგივე ჰედონე. ფსიქეა ქალღმერთი გახდა, მისი სახელი კი ნიშნავს სულს.

ძალიან ბევრი ვეძებე და ქართულ მითოლოგიაში მსგავსიც ვერავინ ვნახე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ საქონლის ნაყოფიერების ღმერთების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ვიდრე ადამიანური სიყვარულის.  შეიძლება არასწორად ვეძებე.. ამიტომ, თუკი არსებობს ასეთი ქალღმერთი მეც მითხარით 🙂

Advertisements

4 Responses to “სიყვარულის ღმერთები”


  1. 1 Teaa მაისი 28, 2011, 8:45 AM

    მმმ…როგორ მიყვარს ასეთი სტილის პოსტები.. ფრიად შემეცნებითი და საინტერესო იყო ამ ინფორმაციის განახლება დარეფრეშება ჩემთვის 🙂 კაია და კაი ხარ :*

  2. 2 tamara მაისი 29, 2011, 11:16 PM

    ნამდვილად არ მახსენდება ახლა ასეთი ქალღმერთი…

  3. 3 ჯი-ნია-ნი ივნისი 2, 2011, 9:57 PM

    საინტერესო და თბილი პოსტი


  1. 1 კვერცხად ქმნილი არსებობა « ჭიამაია უკუბმული კომენტარი ივლისი 3, 2011, 4:42 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: