Tom and Jerry

დღეს Youtube-ზე ძრომიალისას ტომი და ჯერის მხიარულ სერიებს გადავწყდი. ეს კომიკური სერიალი ალბათ ყველა ჩვენგანის ბავშვობის ნაწილია. ამიტომაც, დავინტერესდი რამდენი თაობაა აღზრდილი ამ მხიარულ პერსონაჟებზე. სერიალი რეჟისროებმა უილიამ ჰანამ და ჯოსეფ ბარბერამ შექმნეს Metro-Goldwyn-Mayer–ისთვის. 1940–1957 წლებში ავტორებმა 114 სერია დაწერეს და კინოაკადემიის ჯიდლოც საუკეთესო მოკლე–მეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ჟანრში 7–ჯერ დაიმსახურეს. სერიები ერთნაირად მიმზიდველი სანახავია როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. 2000 წელს “Tom and Jerry” ყველა დროის საუკეთესო სატელევიზიო შოუდ დასახელდა.
ფოტოზე ხედავთ სერიალის პირველი სერიების გაფრომებას 1941–42 წლებში.
1960 წლიდან, წინა 114 სერიის ბაზაზე ახალი ფილმების შექმნა დაიწყეს, ხოლო მისი ხელახალი წარმოება 1963 წლიდან განახლდა და 1967 წლამდე ჯამში 161 სერია შეიქმნა. 1970–იან, 80–იან და 90 წლებში “Tom and Jerry” –ს სერიები სრული ტრიუმფატორი იყო. 1992 წელს კი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმიც გამოვიდა – Tom and Jerry: The Mansion Cat. “Tom and Jerry”–ს უკანასკნელი სერია კი 2005 წელს დაიწერა მისი შემქნელის ჯოსეფ ბარბერას მიერ და ახალი სერიების შექმნა სავარაუდოდ აღარც გაგრძელდება.

2010 წელს ანიმაციური სერიალის 70 წლის იუბილე აღნიშნეს და ამ თარიღთან დაკავშირებით DVD ნაკრებიც გამოუშვეს.

Advertisements

11 Responses to “Tom and Jerry”


  1. 1 tamaRa მაისი 24, 2011, 4:23 PM

    ყველაზე კარგი ის სერიებია, რომლების პროდიუსერიც Fred Quimby-ა, იდეაც დევს, დასაწყისი აქვს, განვითარება და ფინალი… დანარჩენები არაფრად ვარგა, მარტო დევნა და ბრახაბრუხია 🙂 ფრედ ქუიმბის კოლექცია კი მართლა არაჩვეულებრივია, მახსოვს, როგორ მიხაროდა, ბავშვობაში იმ მოღრიალე ლომის დანახვა, თანაც ვიცოდი, რომ ბევრ სერიას გაუშვებდნენ ზედიზედ 🙂

  2. 2 Chiamaria მაისი 24, 2011, 4:35 PM

    ჰო, მეც ძალიან მიყვარდა. არც ეს ბოლო სერია მომეწონა.. ,არტო ხარისხი მომხვდა თვალში, სხვა არაფერი. კიდევ ძალიან მიყვარს მუსიკალური გაფორმება. სულ რომ არ შეხედო რა ხდება, მუსიკა მიგახვედრებს როგორ მიდის სიუჟეტი 🙂

  3. 3 მოლი ბლუმი მაისი 25, 2011, 12:04 PM

    მხიარული მელოდიები გახსოვთ? ტომი და ჯერი არ არის, მაგრამ მაინც… ერთერთი საუკეთესო დისნეი მგონია.

    ქუიმბიზე ორივე ხელით გეთანხმები, თამარა.

    მშვენიერი პოსტია 🙂

    • 4 Chiamaria მაისი 25, 2011, 1:13 PM

      მადლობა მოლი ❤ ძლიან გამიხარდა შენი კომენტარი, to be honest 🙂

    • 5 tamara მაისი 29, 2011, 5:32 PM


      აი, ეს არის ღენიალური სერია, ჩემი უუუუუუსაყვარლესი 🙂

      • 6 Chiamaria მაისი 30, 2011, 2:05 PM

        ზუსტად ეს სერიები მიყვარს.. მერე რომ გააფუჭეს ნახატები ისინი აღარ. აი რაღაცნაირი წვეტიანები და მახინჯები რომ გახადეს ტომი და ჯერი…უფრო ტომის აღარ მომწონდა..

  4. 7 მოლი ბლუმი მაისი 25, 2011, 1:29 PM

    ბლოგი მომეწონა 🙂 დღეს აღმოგაჩინე. აქამდე არ ვიცოდი.

  5. 8 Teaa მაისი 28, 2011, 8:47 AM

    ჩეეეემი უსაყვარლესი მულტიკიიი!!!!!!!! რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო-მაინც მიყვარს! 😉 🙂

  6. 9 »♥» ana «♥« მაისი 28, 2011, 4:03 PM

    აუუ ❤ ძალიან მაგარი მულტფილმიი 😀

  7. 10 giorgi იანვარი 29, 2014, 11:11 AM

    შეგიძლიათ, რომ ლინკი მომცეთ საიდანაც შევძლებ ველა სერიის გადმოწერას, ყველა ის სერია რომელიც ლომის გრიალით იწყებოდა :)))))

    • 11 Jane თებერვალი 21, 2014, 1:37 PM

      სამწუხაროდ, ლინკით ნამდვილად ვერ დაგეხმარებით, სადაც ყველა სერია იქნება თავმოყრილი. მეც იუთუბით შემოვიფარგლები ხოლმე


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: