>სასჯელია?

>

     საერთოდ, ამბობენ რომ ყველა განსაცდელი ადამიანს თავისივე ცოდვებისთვის ეძლევა. თავისი თუ არა ზოგს შეიძლება წინაპრების ცოდვამ უწიოსო.
    იმასაც ამბობენ, რომ ადამიანს ისეთ განსაცდელს არ მოუვლენს ღმერთი, რომელსაც ვერ გაუძლებს. ნაწილობრივ ასეა. დედა–შვილის სიკვდილს ეგუება, ცოლი–ქმრის, და–ძმის და ასე უსასრულოდ…
    როცა შენთვის ძვირფას ადამიანზე იგებ, რომ ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება აქვს, რა უნდა იფიქრო? შენი თავში ცოდვები ეძებო? იქნებ წინაპრებში? ჩემი აზრით უბრალოდ უსამართლობაა ყველაფერი. 
     როცა კარგად ხარ, არაფერი გაწუხებს, ფიქრობ რომ ცხოვრება მშვენიერია. მე თუ მკითხავთ, ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი. მშვენიერია მხოლოდ სიცოცხლე და ეს მშვენება გრძელდება მანამ, სანამ ერთ დღეს უსამართლო ცხოვრება არ ჩაარტყამს თავის ტორს, სანამ არ იტყვის რომ–მორჩა! გეყოფა.
    არ ვიცი რისი მჯეროდეს? არსებობს კი საერთოდ ბედისწერა? თუკი არსებობს მანახეთ ვინ წერს? ვინ წყვეტს ამან 5 წელი იცოცხლოს, ამან 30 და ამან 100–იო. 
     კიდევ უფრო დიდი უსამართლობა ისაა, როცა შენს ირგვლივ დადიან ძალიან ბოროტი ადამიანები, დადიან მკვლელები, დადიან მოძალადეები და ცოცხლობენ! გასაგებია რომ ისიც ვიღაცის მამაა, ძმაა, დედაა ან… სულერთია, გასაგებია რომ ისიც ვიღაცისაა, მაგრამ.. ჩემთვის მაინც არსებობს მაგრამ… თუ სამყაროში თაობათა ცვლა უნდა მოხდეს– რატომ არ მოხდება მათ ხარჯზე? ან რატომ არ მიეცემა ადამიანს თუნდაც 80–90–100 წლიანი სიცოცხლე. მე თანახმა ვარ, უნდა წავიდეთ– მაგრამ დროულად…
    არ ვიცი ჩემი სათქმელი გაიგო თუ არა ვინმემ, არ ვიცი ჩემი აზრები რამდენად გავს ნორმალური ადამიანის აზრებს. არ ვიცი, შეიძლება გავბოროტდი? ჰო ასეა, მე გავბოროტდი. გავბოროტდი, იმიტომ რომ ცხოვრება უსამართლოდ ერევა მის სიცოცხლეში.
Advertisements

12 Responses to “>სასჯელია?”


  1. 1 Teaa მაისი 15, 2011, 2:22 PM

    >მესმის რაზეც ამბობ, არ ვიცი რა ვთქვა :/

  2. 3 bradawls მაისი 15, 2011, 3:02 PM

    >მართალია ვიძახით ხოლმე რომ ამ ქვეყნად ყველა ყველაფერს დამსახურებულად იღებს,მაგრამ მგონია რომ ასეთი მაგალითეები ამ სიტყვებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს!

  3. 4 Ani მაისი 15, 2011, 7:55 PM

    >აბსოლუტურად გეთანხმები – უსამართლობაა ეს ყველაფერი! და სულ იმას ვამტკიცებ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერად არ ხდება. პირიქით – ჩემი ცხოვრების მანძილზე არანორმალურად ბევრი უსამართლობის მომსწრე გავხდი. რაღა შორს წავიდე და ყველაზე უახლოესი ადამიანები მოექცნენ ჩემს ოჯახს საშინლად… და მერე ის ბოროტი ადამიანი ბედნიერი იქნება და ამ დროს უდანაშაულოს კიბო ან სხვა რამ დაემართება… არა, არ ხდება ყველაფერი სამართლიანად. უსამართლოა ეს ცხოვრება! და კარგად ვიცი, რასაც ვამბობ. ამის უამრავი მაგალითი მაქვს…

  4. 5 Kiwi მაისი 15, 2011, 9:21 PM

    >არაფერ შუაშია გაბოროტებაუბრალოდ ხშირად, ძალიან ხშირად ჩვენი სურვილების საპირისპიროდ ხდება ყველაფერი :*:|

  5. 6 ourlifegoeson მაისი 17, 2011, 8:50 AM

    >ძალიან მძიმე თემა აგირჩევია… კარგადაა დაწერილი :))

  6. 7 ჭიამაია მაისი 17, 2011, 9:05 AM

    >ყველას ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ ჩემი სათქმელი გაიგეთ და მგონია რომ თქვენი უზომო მხარდაჭერა მაქვს. :*

  7. 8 qameleoni მაისი 18, 2011, 11:34 AM

    >თემას არ ეხება, მაგრამ ქემიკალების დანახვა მესიამოვნა 🙂 :*

  8. 9 qameleoni მაისი 18, 2011, 11:34 AM

    >ჩემი კომენტარი არ ეხება, თორემ ეგ სიმღერა კარგად ჯდება ამ პოსტში, ეს ვიგულისხმე 🙂

  9. 10 ჭიამაია მაისი 18, 2011, 12:15 PM

    >ჰო, მეც მაგიტომ შევარჩიე სწორედ ეს სიმღერა 🙂

  10. 11 maiko. ივნისი 14, 2011, 8:38 AM

    chemo megobaro,mec minda oriod sityvis tkma.cxovreba mshvenieri romaa vetanxmebi am mosazrebas magram guli mtkiva am mshvenierebis migma amdeni usamartloba rom arsebobs.adamiani gancirulia dgidan misi dabadebisa da mainc gmerti adzlevs dzalas gaitanos es cutisopeli.sakutar magalitze mogaxsenebt,ratom moikca cxovreba usamartlod dedachemis cinashe?ratom mouvlina gansacdelad avtvisebiani simsivne?ikneb ,mama gabrielis tanaxmad gansacdeli unda gvixarodes da ar gvcyindes?roca gmerti mas mogivlens,esegi axsovxaroo..zrunavs sheni sulis gadarchenazeo.minda mjerodes rom es asea.

    • 12 Chiamaria ივნისი 14, 2011, 10:35 AM

      დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის. ადამიანისთვის ძალიან ძნელია საყვარელი პიროვნების დაკარგვა. ალბათ ეს ერთგვარი გამოწვევაა უფლისგან მოვლენილი, რომ გავძლიერდეთ და მას მეტად მივენდოთ.
      ამას წინათ ვფიქრობდი რომ ადამიანები ზოგჯერ განასაცდელს იმსახურებენ კიდეც. რადგან ღმერთი მარტო მაშინ ახსენდებათ როცა უჭირთ.
      მაგრამ ეს ძალიან დიდი სასჯელია მაინც.. განსაკუთრებით განვიცდი როცა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანები ცხოვრებას ვერ ასწრებენ..


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: