>დილემა

>

          არ ვიცი სადმე ვახსენე თუ არა, რომ პროფესიით იურისტი ვარ, at least მომავალი  🙂 
რამდენიმე კვირის უკან მქონდა პირველი სასამართლო პროცესი. დღემდე ძალიან დაბნეული ვარ. მინდოდა ამაზე აქამდეც დამეწერა, მაგრამ ვერ მოვიცალე.
      საერთოდ, როცა რაღაც პირველად ხდება ყველა ნერვიულობს. პირველი კონცერტი, პირველი პრეზენტაცია, პირველი გამოცდა…კიდევ ბევრი პირველი არსებობს რაზეც ვნერვიულობთ და განვციდით. იურისტისთვის ეს არის პირველი პროცესი. მეც ვინერვიულე, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ თავდაჯერება მაკლდა. ისეთი საქმე იყო, მეგონა წინასწარ განწირული ვიყავი წასაგებად. თუმცა, მოვიგე. მაგრამ, არ ვიცი, მოვიგე კი? მორალურად ნამდივალად წავაგე. ადამიანური მხრიდან თუ შევხედავთ, ეს არ არის გამარჯვება. იურისტის თვალით თუ ვიმსჯელებთ: “ყოჩაღ! მოსალოცად გაქვს საქმე”. მეგონა, ის დღე ჩაივლიდა და მეც დავივიწყებდი ამ გაუგებრობას, მეგონა ვიფიქრებდი რომ მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე და დანარჩენი აღარ მეხება. ასე არ მოხდა. თავში ისეთ დროს გამიელვებს ხოლმე, როცა მგონია რომ ჩემს ირგვლივ ყველაფერი კარგადაა.
დავიბენი. ნუთუ ყველა პროცესის მერე ასეთი განცდა უნდა მქონდეს? იქნებ პროფესიის არჩევაში შევცდი? იქნებ ზედმეტად ადამიანურია ჩემი ბუნება საიმისოდ რომ ცივი გონებით ვიმოქმედო.
დავიბენი.
Advertisements

8 Responses to “>დილემა”


  1. 1 Kiwi მაისი 15, 2011, 10:37 AM

    >შენ ისეთი პროფესია გაქვს, მოგიწევს ეგეთ ფაქტებთან შეგუება :*'ახლა შეიძლება იმიტო განიცდი, რომ "მაინც პირველი იყო" ამიტომ ანერვიულოდ არამგონია ღირდეს, გაგივლის:*

  2. 2 ჭიამაია მაისი 15, 2011, 11:45 AM

    >ხო მომიწევს ალბათ 🙂 მადლობა კიწი :*

  3. 3 Teaa მაისი 15, 2011, 2:25 PM

    >იცი რა მაინტერესებს? აი იურისტი რომ ხარ, როცა იცი რომ კლიენტი დამნაშავეა,მაგრამ მისი ადვოკატი ხარ და იცავ.. შენ თვითონ როგორ გრძნობ თავს?? ასეთი შემთხვევა ხომ არ იყო ეგ?

  4. 4 ჭიამაია მაისი 15, 2011, 2:44 PM

    >ასეთი არა. ჩემი შემთხვევა სამოქალაქო სამართლის სფერო იყო. სისხლის სამართალი სულ სხვა რამეა. როცა იცი რომ დამნაშავეა და გიწევს დაცვა, უმეტესად არ ცდილობ მის გამართლებას, ცდილობ სასჯელის შემსუბუქებას. როცა დამნაშავეა და ამას ფაქტები ამტკიცებს კანონს ვერ გაექცევი. თუ იცი რომ დააშავა, მაგრამ გამართლებას აწვები და მის უდანაშაულოდ გამოყვანას, ეს მხოლოდ მორალის საკითხია. სხვა არაფერი.

  5. 5 ninnaka მაისი 17, 2011, 6:20 PM

    >მეც იურისტი ვარ ჭიამაია და მეც ხშირად დავფიქრებულვარ ამ პროფესიის ადამიანურობაზე და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი რომ ცივსისხლიანი უნდა იყო, რაც მე არ შემიძლია, ძნელია უყურო ადამიანის გაჭირვებას და მას კიდევ ზედმეტი ვალდებულებები დააკისრო, მეც ხშირად მიფიქრია არჩევანის სისწორეზე და უმეტეს შემთხვევაში ვხვდები რომ მოვხვდი იქ, სადაც არ უნდა ვიყო… ხანდახან დისკომფორტსაც განვიცი და ჩემი ეს გრძნობა უფრო და უფრო მძაფრდება რაც უფრო ღრმად ვიჭრები პროფესიაში. კარგი იურისტი ცივი გონებით უნდა საზღვრავდეს ყველაფერს და გრძნობებს არ უნდა რევდეს საქმეში. ალბათ ესეც გამოცდილებასთან ერთად მოდის… არ ვიცი, ჯერ არ ვიცი…

  6. 6 ჭიამაია მაისი 18, 2011, 10:47 AM

    >ჰო ალბათ გამოსავალი მართლაც გამოცდილებაშია… როცა ამ პროფესიას ირჩევ ბევრი რამ უნდა გაიაზრო.. თურმე 🙂

  7. 7 მოლი ბლუმი მაისი 25, 2011, 12:02 PM

    ადვოკატი ცივილისტი? საოჯახო დავა იყო? განსაკუთრებით სენსიტიური საქმეებია მანდ და იმიტომ ვვარაუდობ.

    მორალს რაც შეეხება – აბსოლუტური კატეგორია “დამნაშავე” არ არსებობს. არის ბრალდებული, არის ინკრიმინირებული ქმედება, არის შემადგენლობა, თავისი სასჯელით. ადვოკატი ცდილობს, მაქსიმალურად შეუსაბამოს შემადგენლობა ქმედებას და ამით სასჯელი შეამსუბუქოს.

    და ისიც არ მგონია, ბრალდების მხარე “ამორალურად’ იქცეოდეს. ბრალმდებელი, საბოლოო ჯამში, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს (საზოგადოების” ადვოკატი და ისიც თავის საქმეს აკეთებს.

    შენს ბლოგზე პირველად ვარ და დიზაინი უკვე მომწონს 🙂 სიმპატიური ჭიამაიებია 🙂

    • 8 Chiamaria მაისი 25, 2011, 1:04 PM

      კი კი და კიდევ ერთხელ კი 🙂 სწორად მიხვდი. საოჯახო დავა იყო. მადლობას ვიხდი ჩემი სიმპათიური ჭიამაიების სახელით 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: