>წმინდა ცეცხლი, ანუ გილოცავთ აღდგომას!

>

    ქრისტე აღსდგა! სრულიად საქართველოს და ქართულ ბლოგოსფეროს ვულოცავ ამ ქრისტიანული დღესასწაულს. გადავწყვიტე ჩემი მილოცვა პატარა ინფორმაციული პოსტით გადმოგცეთ, სადაც შევეცდები გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ ღვთიურ ცეცხლზე. წყარო ყოვლისმცოდნე ვიკი.  სტატიას ვთარგმნი და ჩემებურად ვალაგებ წინადადებებს, ასე რომ თუ თვლით რომ რამე არასწორად გადმოვთარგმნე ან ჩემეული ინტერპრეტაციით რაიმე ფაქტობრივი შეცდომა გამეპარა, გადამამოწმეთ ზემოხსენებულ საიტზე 🙂 და მცირე შეიშვნა, თუ ნათარგმნის სადმე გამოყენებას დააპირებთ ან შემითანხმდით წინასწარ, ან მიუთითეთ თარგმანის წყარო. :მემომავალიიურისტივარდავიცავჩემსუფლებებსსმაილი:

   წმინდა, იგივე ღვთიური ცეცხლის გადმოსვლა მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის არის ყოველწლიური სასწაული, რომელიც აღდგომის წინა დღეს, წმინდა შაბათს ხდება. პირველი დოკუმენტური წყარო, სადაც აღწერილია წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, IV საუკუნისაა.სასწაული ხდება იერუსალიმში, წმინდა აკლდამის ეკლესიაში. ანუ იმ ადგილას სადაც ქრისტეს საფლავია. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია პირდაპირი ეთერით გადაიცემა სრულიად მართლამიდებლური სამყაროს ტელევიზიებით.
          ღვთიური ცეცხლის გადმოსვლა მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით სრულდება. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც, 1579 წელს სომეხი სასულიერო პირი ჰოვანეს I მთელი დღე–ღამის განმავლობაში ასრულებდა ლოცვას, ღვთიური ცეცხლის მისაღებად, ბოლოს კი  ნათელი ელვსავავით გადმოვიდა და სამარხის გარეთ, სანთელზე აინთო, რომელიც მართლმადიდებელ ეპისკოპოსს, სოფრონიუს IV-ს ეჭირა. 


             თავად ცეცხლის გადმოსვლის წინ პროცესი დაახლოებით ასე მიმდინარეობს: ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, სომეხ არქიეპისკოპოსთან ერთად წინ მიუძღვის საზეიმო მსვლელობას, რომლის დროსაც სრულდება სპეციალური ლოცვები და გალობა. მას შემდეგ რაც სამჯერ შემოუვლიან ეკლესიას, ბერძენი პატრიარქი ან ნებისმიერი სხვა მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, მარტო ემზადება სამარხში შესასვლელად. ის იხდის შესამოსელის ნაწილს და ასრულებს ლოცვას, ამის შემდეგ ებრაელების მიერ ხდება სასულიერო პირის შემოწმება, ხომ არ აქვს თან რაიმე ტექნიკური ან დამატებითი მოწყობილობა ცეცხლის ასანთებად. სომეხი არქიეპისკოპოსი იმ ადგილას დგება, სადაც ანგელოზი მარიამ მაგდალინელს გამოეცხადა ქრისტეს აღდგომის შემდეგ. სანამ ბერძენი პატრიარქი სამარხშია შესული 33 თეთრი სანთლით, ღვთიური ცეცხლის გამოსატანად, მრევლი ასრულებს გალობას კირიელეისონ (უფალო შეგვიწყალენ). რამდენიმე წუთში პატრიარქი გამოდის სამარხიდან, ანთებული სანთლებით და წმინდა ცეცხლს პილიგრიმებს უნაწილებს. მორწმუნეებს სჯერათ, რომ ეს არის ცეცხლი გამოწვეული მკვდრეთით აღდგომის ძალით და არის სინაის მთაზე, ბუჩქზე სასწაულებრივად მოკიდებული ალის იდენტური. 
        მრევლის თქმით, პირველი 33 წუთი ღვთიური ცეცხლი არ წვავს არც კანს, არც თმას, არც ქსოვილს.

          და ბოლოს, ბერძენი პატრიარქის ნაამბობი, თუ რა ხდება მას შემდეგ, როცა ის შედის სამარხში:
  ” მე ვპოულობ გზას სიბნელეში და შევდივარ ღრმად საფლავისკენ, სადაც მუხლებზე ვეცემი. ვიწყებ სპეციალურ ლოცვას, რომელის საუკუნეების მანძილზე გადმოგვეცემოდა და ვიცდი. ზოგჯერ რამდენიმე წუთიც მჭირდება ლოდინი მაგრამ, როგორც წესი, სასწაული ლოცვის დასრულებისთანავე ხდება.იმ ლოდის ცენტრიდან, სადაც ისეო იყო დასვენებული, ამოუხსნელი ნათება მოდის. მას, ჩვეულებრივ ლურჯი სხივი დაყვება, მაგრამ შეფერილობასაც იცვლის ხოლმე. სიტყვებით ამის გადმოცემა შეუძლებელია. სინათლე ქვიდან ისე მოცურავს, გეგონებათ ტბიდან ამოიზარდა ნათელი. ერთი შეხედვით ქვა თითქოს ღრუბლებითაა დაფარული, სინამდვილეში კი ეს სინათლეა. ეს ნათელი ყოველწიურად სხვადასხვაგვარია, ზოგჯერ მხოლოდ ლოდს ფარავს, ზოგჯერ მთლიანად სამარხს ანათებს ისეთი ძალით, რომ გარეთ მდგომ ხალხს სინათლის დანახვა შეუძლიათ. ეს სინათლე არ წვავს და მოკლებულია ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებებს. გარკვეულ ეტაპზე ნათელი სვეტის ფორმას იღებს და ის ცეცხლით ივსება, ამ დროს მე უკვე შემიძლია მივიდე და ავანთო სანთლები. პირველად, სამარხიდან გამოსვლისთანავე ცეცხლს სომეხ პატრიარქს ვუნაწილებ, შემდეგ კოპტურს, ბოლოს კი დამსწრე ხალხსაც გადავცემ.”
   
სულ ეს იყო, მთლიანი სტატია არ გადამითარგმნია, ასე რომ ვისაც მეტის გაგება უნდა ეწვიეთ ვიკის 🙂
გილოცავთ კიდევ ერთხელ.
   
             
Advertisements

5 Responses to “>წმინდა ცეცხლი, ანუ გილოცავთ აღდგომას!”


  1. 1 Kiwi აპრილი 24, 2011, 1:26 PM

    >გილოცავ ჩემო კარგო!უფალი გფარავდეს, შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად :*

  2. 2 ჭიამაია აპრილი 24, 2011, 1:32 PM

    >შენც ასევე კიწი ❤ უფლის მადლი არ მოგკლებოდეს.დიდი მადლობა

  3. 3 ourlifegoeson აპრილი 25, 2011, 5:49 PM

    >ძალიან კარგი სააღდგომო პოსტია :))) საინტერესო და სასარგებლოშენც გილოცავ ამ დღესასწაულს! ჭეშმარიტად აღდგა!

  4. 4 რუსა აპრილი 29, 2011, 8:48 AM

    >gilocav!mravals ,mravals dagaswros ufalma! kargi postia da kargi blogi :))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: