>შეცდომები

>

   გვირილამ დამთაგა და მეც აღმოვჩნდი თეგ-თამაშში ჩართული.
   შეცდომები…. მტკივნეული თემაა ვაღიარებ. უშეცდომო არც არავინ არის, ბევრჯერ ჩემივე ქმედების გამო ხშირად მინატრია გავქრე, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, ეს არ იქნება გამოსავალი. ჩემი შეცდომა ისიც არის, რომ საკუთარ შეცდომებზე ვერ ვსწავლობ, არათუ სხვისაზე. არის რაღაცეები, რომელთა გახსენებაც დღესაც ისევე მტკივა, როგორც მაშინ წლების წინ.
   ჩემს გამოცდილებას თუ გადავხედავთ, შეცდომაა ენდო ადამიანს თვალდახუჭული, მერე რა თუ ერთმანეთს  საუკეთესო მეგობრებს უწოდებთ. ზურგიდან დანა არასდროს არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა რომ ამას ვაღიარებ, მე მეორედ ვარ შესული იგივე მდინარეში. თუმცა ამ ორი ადამიანის შედარება არც კი შეიძლება. ერთია როცა იცი რომ asshole არის და უბრალოდ, გულუბრყვილოდ გჯერა და მეორეა როცა იცი რომ მისი სული/გული სუფთაა და მას ამიტომაც ენდობი. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მე ისე ვარ მინდობილი, რომ საკმარისია მცირე იმედგაცრუება და უმცირეს ნაწილაკებად დავიშლები. სწორედ ესაა ჩემი შეცდომა.
   შეცდომაა, როცა არ ვუფრთხილდები დროს. სულ ერთია როგორ ფლანგავ მას, მთავარია რომ დრო გადის და ხელში არაფერი გრჩება. მე ხშირად ვყოფილვარ იმ გარემოების წინაშე, რომ შანსი გავუშვი.. რომ დრო არასწორად გავანაწილე და ეხლა გვიანია. როცა ვსაუბრობ დროზე მხოლოდ წუთების კონტროლი არ იგულისხმება. დროის გაშვებაა ისიც, როდესაც არ აფასებ იმას რაც გაქვს , ხოლო როცა კარგავ, აანალიზებ რომ სინანული გვიანია და ის დრო რაც გქონდა სხვაგვარად უნდა გამოგეყენებინა.
   ხშირად, როცა ძილის წინ ვფიქრობ, ვფიქრობ სწორედ შცდომებზე. 2 მიზეზის გამო:
1) უბრალოდ თავისით მახსენდება ყველა უხერხული სიტუაცია და თავს ვიტანჯავ იმაზე ფიქრით, რომ შემეძლო უფრო უკეთესი ვყოფილიყავი.
2) ძლიან მინდა საკუთარ თავს საკუთარ შეცდომებზე ვასწავლო!
და ბოლოს, შეცდომაა ისიც რომ უაზრო კომპლექსებს ვინერგავ, თავს ზედმეტად ვიზღუდავ და ვცდილობ ვიყო იდეალური არა-იდეალურ სამყაროში. შეცდომაა! 
 
ეს ერთერთია ჩემი საყვარელი სიმღერებიდან,  წერისას ამას ვუსმენდი. ისიამოვნეთ

 

ველოდები პოსტებს : მაცო, kristi’s blog, თოვლი

Advertisements

12 Responses to “>შეცდომები”


  1. 1 Kiwi აპრილი 8, 2011, 8:06 AM

    >ჰო, ძალიან დიდი შეცდომაა თავის უაზროდ შეზღუდვა, მართალი ხარ :)*ერთხელ ვცხოვრობთ ისედაც <3ჩემთვისაც არის რაღაცები, რომლის გახსენებაც ისეთივე ტკივილს მაყენებს გეგონება თავიდან განვიცდიდე იგივეს,არაუშავს :)ხდება ხოლმე :**

  2. 2 გვირილა აპრილი 8, 2011, 11:06 AM

    >როგორ მესმის შენი რომ იცოდე… მე რაც ვერ დავწერე და რაშიც ვერ გამოვუტყდი საკუთარ თავს, ის მითხარი ახლა. სულ ყველაფერი ნაცნობია ჩემთვის, რაც გიწერია, დროის გარდა. მე პირიქით ვარ, მაქსიმალურად ვიყენებ დროს და საკუთარ თავს ვტანჯავ, ამ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით :-)კი, კომპლექსებიც შეცდომაა, გეთანხმები. ერთად ვძლიოთ როგორმე 😉

  3. 3 Mallorie აპრილი 9, 2011, 1:52 PM

    >პოსტი ძალიან საინტერესო იყო."..და ბოლოს, შეცდომაა ისიც რომ უაზრო კომპლექსებს ვინერგავ, თავს ზედმეტად ვიზღუდავ და ვცდილობ ვიყო იდეალური არა-იდეალურ სამყაროში. შეცდომაა!.."აი, ბოლო ფრაზის გამო ღირდა ამ წერილის წაკითხვა.საკამაოდ კარგად აზროვნებ, მომწონს. ))

  4. 4 ჭიამაია აპრილი 10, 2011, 8:43 AM

    >მადლობა თქვენი შეფასებებისთვის.. :)კარგია, რომ შეცდომებს ვხედავთ და ვაღიარებთ, ესეიგი გამოსწორების შანსიც გვქონია :)))

  5. 5 Anonymous აპრილი 10, 2011, 3:44 PM

    >ჰუჰ, მეც ასე ვფიქრობ, განსაკუთრებით ის მთრგუნავს რომ უაზრო კომპლექსებს ვინერგავ და მერე ამას მოჰყვება ხოლმე ყველაფერი… ჰოო, მეგობარ ბლოგებში როგორ აღმოვჩნდი არც ვიცი, ასე ვერ ვერკვევი ბლოგინგში, სამწუხაროდ :S:Sდა კიდე wordpress-იდან ვე რვაკომენტარებ ვერასდროს blogspot-ზე და რა უნდა ვქნა არ ვიცი. ნათია.

  6. 6 ჭიამაია აპრილი 10, 2011, 4:42 PM

    >@Anonymous, ნათია.როგორ აღმოჩნდი და მე ჩაგამატე. ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგს. 🙂 ჩემი კომენტარები კიდევ ვორდპრესზე უსურათოდ ჩანს ხოლმე. მგონი რაღაც ტექნიკური უთანხმოება აქვთ :))) არაუშავს.

  7. 7 Anonymous აპრილი 10, 2011, 6:57 PM

    >უიი, დიდი მადლობაა 🙂 ჰოო, არ ვიცი, ამ საიტზე სულ ანონიმად მიწევს ხოლმე დაკომენტარება, სამწუხაროდ 😦 ნათია.

  8. 8 ninnaka აპრილი 24, 2011, 8:32 AM

    >"შეცდომაა ისიც რომ უაზრო კომპლექსებს ვინერგავ, თავს ზედმეტად ვიზღუდავ და ვცდილობ ვიყო იდეალური არა-იდეალურ სამყაროში." – გეთანხმები!გეთანხმები ასევე დაკარგულ დროსთან დაკავშირებით, მას ვერ აანაზღაურებ… სამწუხაროდ…კარგი პოსტია, გულახდილი და ძალიან კარგად წერ. მომწონს. 🙂

  9. 9 dii ივლისი 7, 2011, 11:28 AM

    ჩემს თავზე ვკითხულობდი მეგონა.. ძალიან ახლოს ხარ ჩემთან.. 🙂


  1. 1 ჩემს მზესაც აქვს ლაქები « ჭიამაია უკუბმული კომენტარი აგვისტო 16, 2011, 10:17 PM ჩანაწერზე
  2. 2 ჩემს მზესაც აქვს ლაქები « Jane's Universe უკუბმული კომენტარი ივლისი 25, 2012, 1:26 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: