>ფერებში დაკარგული ჭიამაია

>

   ესაა პირველი პოსტი ამ ბლოგზე რომელმაც ჩემს თემას გადაუხვია, პირველი თაგ-ის შედეგი და არაფრით არ შემეძლო არ დამეწერა. უზომოდ გამიხარდა როცა ბლოგზე  Here Comes The Sun ჩემი თავი ვიხილე :))) მადლობა ამ სიხარულის მონიჭებითვის. ეხლა ბევრი რომ აღარ გავაგრძელო საქმეზე გადავალ.
მიყვარს: ჭაობისფერი მწვანე– ესაა ფერი რომელიც უზომოდ მამშვიდებს. ამიტომაც ბუნებაში, სადაც ბევრი მწვანეა საოცრად კარგად ვარ. აი ასეთ გარემოში დაუსრულებლად შემიძლია ვიჯდე. საინტერესო წიგნი თუ მექნა თან, მაშინ საერთოდ ვეღარ ამაყენებთ :)))
ერთ-ერთი საიტი იუწყება რომ მწვანე ბალანსის, პოზიტივის, ჰარმონიის, სიახლის, სიმშვიდის სიმბოლოა.
ლურჯი– და ლურჯის ყველანაირი ტონალობა, ყველაზე მეტად კი ე.წ royal blue . ეს ფერიც საოცრად მაწყნარებს და სიმყუდროვის შეგრძნებას მიქმნის.
”ლურჯი ინტელექტუალური ფერია, მუქი ტონალობის ლურჯმა შეიძლება ისეთივე გამაღიზიანებელი ეფექტი გამოიწვიოს, როგორც წითელმა. ღია ფერის ლურჯი სიმშვიდის სიმბოლოა, თუმცა ამავე დროს ცივია.”
ყავისფერი – ეს ფერიც სითბოსთან, ბუხართან სიმყუდროვესთან ასოცირდება ჩემთვის.
”ეს ფერი დედამიწასთან, ბუნებრიობასთან ასოცირდება. ვინაიდან ის შეიცავს ყვითელი, წითელი და შავი ფერის ტონალობას, იზიარებს კიდეც მათ დამახასიათებელ თვისებებს.  ყავისფერის მოყვარულები უფრო სანდონი არიან, შეუძლიათ სხვისი დაცვა, სიმყუდროვის/სითბოს შექმნა, თუმცა იუმორის ნაკლებობაც ახასიათებთ.”

და ბოლოს ორი უკიდურესობა თეთრი და შავი- შავი იმიტომ რომ კლასიკური ფერია და ჩემი შავგვრემანობის მიუხედავად მაინც მიხდება, ტანს ხაზს უსვამს და მაღალს მაჩენს  ( არამარტო მე, მგონი ყველასთვის ერთი ეფექტი აქვს) : )) თეთრი იმიტომ რომ სიწმინდის , სისუფთავის და ჰარმონიის სიმბოლოა.
”თეთრი სისუფთავის, სიწმინდის, სიმშვიდის ფერია,  მისი მოყვარულები ისვევე როგორც შავი ფერისა, უკომპრომისონი არიან. შავი ფერი დაცულობის, გლამურის ფერია. თუმცა ისიც საკმაოდ ცივია და ცოტა მძიმე ხასიათის ადამიანებს უყვართ”

რ მიყვარს :
ყვითელი- ძალიან ჭყეტელა და მყვირალა ფერია. მაღიზიანებს.
ფოსფორისფერი/ ღია წითელი/ – სიმყუდროვესთან საერთო არაფერი აქვთ.ესეთი ვარდისფერი:
ჩემის მხრივ ვთაგავ : მოლი, Thea’s World Vision, მეზღაპრე.
თუ რომელიმეს უკვე დაწერილი გაქვთ და ხელმეორედ დაგთაგეთ არ იმჩნევთ :))
Advertisements

2 Responses to “>ფერებში დაკარგული ჭიამაია”


  1. 1 Mallorie აპრილი 5, 2011, 8:15 PM

    >რა ძალიან საინტერესო პოსტი გამოგივიდა, ჭიამაია.დიდი მადლობა თამაშის გაგრძელებისთვის. :*

  2. 2 სოფი שרה Golden აპრილი 8, 2011, 2:43 PM

    >ლურჯი ძალიან კარგი ფერია, ჩემი ერთერთი უსაყვარლესი.სხვათა შორის, მე მიყვარს ყვითელი, ოღონდ თეთრსა და შავთან ერთად, ძალიან ნათელი და ლამაზია.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: