Be a Person!

ყოველთვის ვიყავი მომხრე გულახდილობისა და დღემდე ასეთად ვრჩები. თუმცა , ზოგჯერ საკუთარი თავი ძალიან flowerმაკვირვებს ისეთები ეშლება… ბოლო დროს, შემომეჩვია აზრი, რომ იქნებ სულაც არ ვარ კარგი ადამიანი. მეტ-ნაკლებად, ყველას ასეთი გვგონია თავი – შეცდომებსაც ვაღიარებთ, ბოდიშსაც ვიხდით, თუმცა უმეტესწილად გვგონია რომ კარგები ვართ, რომ ყველას უნდა მოვწონდეთ, რომ ჩვენი ნაკლი არაფრით განსხვავდება ’’სხვათა ცოდვილი ბუნებისგან’’ და ა.შ.

მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა : კარგი ვარ თუ ცუდი, მხოლოდ იმათ შეიძლება განსაზღვრონ, ვისაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა და იციან რას შეიძლება მოელოდე ჩემგან და რას არა. აქვე დავამატებ, ნებისმიერი შეფასება ცალსახად სუბიექტური იქნება, იმიტომ რომ ჩვენი სამყაროა ზოგადად სუბიექტური.  თუ ადამიანებს უმეტესი ჩემი ქცევა ცუდად მოეჩვენებათ, ”ცუდი ადამიანის” იარლიყის მოკვრა არ გაუჭირდებათ და პირიქით.

სანამ ჩემი მონოლოგი, ”მინდა ვიყო ფილოსოფოსის” ყბედობას არ დამსგავსებია, მინდა ვთქვა რომ  ჩემ თავში მოფუთფუთე ამ აზრებს თავისი მიზეზები აქვს. ბოლო დროს დავფქირდი იმ ადამიანების ქცევაზე, ვინც ჩემ გარშემო ირევა. მეც მწყენია და ბევრისთვისაც მიწყენინებია, თუმცა მიზეზების ძებნას ახლაღა შევუდექი. საერთოდ, წარმოშობით იმ კუთხიდან ვარ ”სინელეში” რომ ადანაშაულებენ და ალბათ მიწია გენებმა :) ჰოდა ვიფიქრე, იქნებ როცა ადამიანი ისე მექცევა, რომ ბოლოს გულნატკენი ვრჩები, სულაც ჩემი ბრალია. არ იფიქროთ, ’’ძალით-დეპრესია’’ მჭირდეს, ან ვინმესგან თბილ სიტყვებს ველოდე, უბრალოდ მართლა იგრძნობა ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ”ზიზღნარევი” დამოკიდებულება და მეც მინდა ყველაფერს ლოგიკური ახსნა ჰქონდეს.

გასაგებია, რომ ყველასთვის ”კარგი” ვერ ვიქნები, არც ყველას მოვეწონები, მაგრამ ზიზღის ახსნა მიჭირს. ასევე მიჭირს ავხსნა, ”ოღონდ ეგ არა და ვინც გინდა ის” დამოკიდებულებაც, ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე ძნელი გასაცნობიერებლი და ასატანია. შეიძლება, თავს უსაფუძვლო ეჭვებით ვიტენი, იმიტომ რომ რაზეც მე ვლაპარაკობ მხოლოდ ვარაუდი და ჩემი ”ნარკვევებია”, მაგრამ რა ვუყოთ არსაიდან გაჩენილ ეჭვის ჭიანჭველებს (არადა გეფიცებით, ოდანავადაც არ ვარ/ვიყავი ეჭვიანი)…

საუბარი გულახდილობით დავიწყე და სწორედ ამით მაკვირვებს ჩემი თავი, რომ ამ ნაბიჯს არ ვდგამ.  არ ვესაუბრები და არ ვუსვამ შეკითხვებს ”ეჭვების” ობექტ(ებ)ს. ერთადერთი, რასაც წარმატებით ვართმევ თავს, თევზივით დადუმებაა და სხვათა შორის, რაც დრო გადის ჩემ ალაპარაკებასაც აზრი ეკარგება. სამაგიეროდ ნელ-ნელა ვკარგავ მათ ვისაც ”მეგობარს” ვუწოდებდი და ხვალ ალბათ, საკუთარ თავს ოდნავადაც არ დავადანაშაულებ ამაში.

მაგიტომაც ვამბობდი, მგონი ცუდი ადამიანი ვარ.

შაბათის განწყობა

სულ ერთი კვირაა ჩემი პატარა სურვილი ამიხდა და ჩემმა ბიჭმა ძალიან კარგი ნიკონი მაჩუქა <3 ეს ახალი ფოტოებია, რომელიც დღეს გადავიღე. ახალი აპარატის წყალობით, ამ ბლოგს ჩემი გადაღებული ფოტოებით სულ უფრო მეტად გავახალისებ. 

ესეც გაზაფხული ჩემი სახლის ეზოდან

Image

ორი ფერი

Image

გაზაფხულის ყვავილი

Image

ლეღვი

 

ეს ვაზის კვირტები მალე ძალიან გემრიელ ყურძნად გადაიქცევა <3

Image

ვაზი

Image

ვაზის კვირტები

 

Image

ქუჩის ფარანი

Spring, o Spring!

აგერ უკვე მეორე თვეა გაზაფხულდა და შესაბამისად მეც ბევრად კარგად ვგრძნობ თავს,Image ვიდრე ზამთარში ვარ ხოლმე. ყოველთვის ვამბობ, რომ საკურასავით ვიფურჩქნები გაზაფხულობით. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ბლოგს ყოველდღე ვსტუმრობ, ჩემდა სამარცხვინოდ ალბათ შენიშნავდით რომ აღარ ვპოსტავ, უფრო მეტიც ჯერ ისევ საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული იყო აქაურობა.

ამასობაში კი ჯეინმარიას ბლოგი 2 წლის გახდა. არც წინა იუბილე აღმინიშავს და წლევანდელმაც ჩუმად ჩაიარა. . . სანამ ჩემ ბლოგს ისევ ისე ავამუშავებდე, თავს ვალდებულად ვთვლი (თუმცა მხოლოდ სასიამოვნო ვალდებულებად) რამოდნიმე სიტყვით მოვახსენო მკითხველს სადაა ამ ბლოგის ავტორი.  

პირველ რიგში,  მინდა ვთქვა  რომ ძალიან კარგად ვარ და ჩემმა დროებითმა უხასიათობამ, რომელიც ალბათ არავისთვისაა უცხო, ჩაიარა. მზიანი ამინდები ჩემზე განსაკუთრებით კარგად მოქმედებს. რაც მთავარია ვარ დაკავებული- სამსახური, უნივერსიტეტი, სპორტ-დარბაზი , ჩემი ბიჭი და ბევრი ლამაზი დასვენების დღე <3. 

ძალიან მალე ჩემ ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იგეგმება, მაშინ კი ალბათ აქაურობაც უფრო გააქტიურდება. ჯერ-ჯერობით მეტს არაფერს გეტყვით ამაზე  :) 

ძალიან მინდა ისევ აქტიურად ვწერო, მითუმეტეს რომ თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება (ვიცი რომ ზარმაცი ვარ), ჩემ საყვარელ ბლოგებსაც სულ უფრო იშვიათად ვსტუმრობ, მაგრამ ვიცი რომ ეს დროებითია. სცენის მტვერიო, რომ ამბობენ, აქაც ასეა. ერთხელ თუ დაპოსტე და მიხვდი რას ნიშნავს ბლოგი, მერე სულ მოგინდება. 

ისიამოვნეთ გაზაფხულის თბილი მზით და გისურვებთ სასიამოვნოდ გაატაროთ დღეები. დროებით! <3

თქვენი, ჯეინმარია

Summary

პირველი სალამი ჩემი ბლოგის მკითხველებს 2013-ში :) რაკიღა გასული 2012 მშვიდობით ჩამთავრდა, 1 კვირიანი სმა-ჭამა-ღრეობაც ასე თუ ისე მიილია და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამით იოლად გადავრჩით, შემიძლია გულდამშვიდებულმა ვწერო ეს პოსტი. ახალ წლამდე ჩემ რჩეულ ბლოგერებს- მოლის, თამარას, მარიამს, სოფის, ქევანას, ფინიკის, გრაფინიას და ანგელოზს, გესტ- პოსტების დაწერა ვთხოვე. სამწუხაროდ, ტექნიკური პრობლემების გამო მხოლოდ ექვსმა მათგანმა იხილა დღის სინათლე. მათი წაკითხვა აი ამ ლინკზე გადასვლით შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ჩემგან, იმისათვის რომ წინა საახალწლო დღეები მე და ჩემ ბლოგს ასე გაგვიხალისეს.

ზუსტად 1 წლის წინ, 2012 წლის 9 იანვარს აი ეს ათპუნქტიანი გეგმა-პოსტი დავწერე. ახლა კი მის გაანალიზებას ვაპირებ : ). მინდა ვნახო რა შევასრულე და რა ვერა.

  1. შესრულებულია!!! ეს პუნქტი ყველაზე მეტად მეამაყება, რადგან მე ნამდვილად ვიპოვე პროფესიის შესაბამისი top-10-list (2)სამსახური. 2012 ამ მხრივ ყველაზე წარმატებულ წლად დამამახსოვრდება.
  2. ვერ შევასრულე და სავარაუდოდ გაურკვეველი ვადითაც გადავდე. ადვოკატის ლიცენზია სულაც არ ყოფილა იურისტისთვის ისეთი აუცილებელი ატრიბუტი, როგორიც გასულ წელს მეგონა. გააჩნია სად მუშაობ : )
  3. ონლაინ-შოპინგის დაწყება სასაცილო პუნქტია : ) თუმცა შესრულებული.  ლამის მთელი სამეგობროს გარდერობში, კოსმეტიკის კუთხეში თუ სამკაულების კოლოფში თითო ნივთი მაინც მოიპოვება ჩემი ”ჩამოტანილი” : )
  4. Kindle Touch ვიყიდე და მთელი გულითაც შევიყვარე. იშვიათად გავდივარ სახლიდან მის გარეშე, იმიტომ რომ, იქ, ჩემი წიგნები ცხოვრობენ <3
  5. გერმანულს ვსწავლობ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ 1 წლის თავზე ისეთი წარმატებები მაქვს, როგორსაც მოველოდი. სამწუხაროდ, დრო არ მრჩება სრულყოფილად რომ ვიმეცადინო ხოლმე. თუმცა სწავლას ვაგრძელებ.
  6. ეს კიდევ ერთი სასაცილო და შესრულებული პუნქტი : ) არ გავთხოვილვარ.
  7. ეს ვერ შევასრულე. ბლოგს ნამდვილად ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებას, არც გამიუქმებია.
  8. ვერც ეს შევასრულე. სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ დავიკვეხნი იმით, რომ გასულ 2012-ში ბევრი ლიტერატურა წავიკითხე.
  9. სოციალურ დეგრადაციას ნამდვილად გადარჩენილი ვარ : )
  10. მეტი არაა შენი მტერი ჩემო ჯეინ ( ეს მაშინვე უნდა მიმეწერა, როცა მაგ წინადადებას ვწერდი)

10-დან 6 შესრულებული პუნქტი. 60% ვერაფერი შედეგია, მაგრამ ჩემთვის პირველის გამწვანება ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ამიტომ ამ მაჩვენებელს 80%-მდე გავზრდი!!!

გილოცავთ ახალ წელს,

თქვენი ჯეინმარია ლისანდერი.

მოულოდნელი მოგზაურობა…

ძვირფასო მკითხველო, ჩემო ძვირფასო დაუღალავო და ინტერესიანო მეგობარო შორეულო, შორეული მომავლისა, შენ რომ იცოდე,  ყველა ძნელ საქმეთა შორის, ყველაზე ძნელი ამბის დასაწყისია. მე მინდა გიამბო ის, რომ ჩვენ “აპოკალიფსს” გადავურჩით და ცოცხლები დავრჩით; რომ დედამიწაზე ისევ იმგვარად თენდება და ღამდება, როგორც ადრე სჩვეოდა მას; რომ ადამიანები ისევ იგივენი ვართ არსებითად, რანიც ვიყავით ადრე, და ბავშვები (და ზოგჯერ დიდებიც) ისევ წერენ სანტა კლაუსს წერილს.. აი მეც, სხვების დარად, რატომღაც, როგორღაც წამცდა ხელი და მივწერე  პირველი და უკანასკნელი (ალბათ) წერილი ჩემს ცხოვრებაში  ..  და მე არ ვიცი საიდან დავიწყო ეს მოულოდნელი მოგზაურობა, რომელსაც ნებისმიერი წერილი თუ პოსტი იტევს,  თუნდაც ორსიტყვიანი..

მაგრამ რამით ხომ უნდა დავიწყო? არ შეიძლება მთლად დაწყების გარეშე… ალბათ ძველ მეთოდს უნდა მივმართო: ერთი ღრმად ამოსუნთქვა, პირჯვრის გადაწერა და დავიწყოთ. ბევრს აღარ გავაგრძელებ და კალამს მელანში ჩავაწობ. აი, უკვე მშრალ ქაღალდზე გადამაქვს თავსმოყრილი სიტყვები..

და ის ასე იწყებოდა:

“ძვირფასო სანტა კლაუსს,

ამ ხმელეთზე ბევრი, ბევრი საინტერესო და უცნაური და ლამაზი ადგილია, რომელიც შენი მარხილით შემოგივლია, ზემოდან გიცქერია და ხელით შეჰხებიხარ ყოველ ქვასა თუ ბალახს.. ყველა ადგილს თავისი ხიბლი აქვს, ამაში ეჭვი არც მეპარება, ეს ჩემი აკვიატებული იდეა არაა, ამას ბევრი ამბობს. თუმცა შუამიწეთს ვერაფერი შეედრება და განსაკუთრებით კი სოფელ ჰობიტონს.. ჰობიტონი შაირში (როგორც ეს სწორად იკითხება) მდებარეობს, რომელიც მთლიანაც ჰობიტებით არის დასახლებული, ამ საოცარი ხალხით.

ოჰ, როგორ მინდა 1 საათით მაინც მამყოფა იქ. მე არ გთხოვ მთელი ცხოვრება იქ მამყოფე თქო, რადგან ეს შეუძლებელია…  ალბათ მე ჩემს, რომანტიკას მოკლებულ ეპოქაში უნდა ვიცხოვრო, რადგან ბუნება შეცდომებს არ უშვებსო, ამბობენ. ყველა იბადება იქ, სადაც უნდა დაიბადოს.

საჭიანჭველეთია ჩვენი დედამიწა. ხალხი  ფუსფუსებს როგორც ჭიანჭველები ბუდეში. მე დარწმუნებული ვარ, მხოლოდ რამდენიმე ჭიანჭველაა, რომელიც ძილის წინ, თავს მაღლა ასწევს, შეხედავს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ინატრებს, ნეტავ ერთხელ, ცოტა ხნით ფეხი მაინც გამადგმევინა  ჩვენი საჭიანჭველეთის მიღმაო – წინ, ახალი ქვეყნებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად…

The_Hobbit_Trailer_Theme_Song_Misty_Mountains_Cold_25_Minutes_Edit

მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სწორედ ასე დაემართა ბილბო ბაგინსს. რადგან ერთ ჩვეულებრივ დილას, ის იჯდა ჩვეულებრივად სახლის წინ, სკამზე და ჩიბუხს სწევდა, როცა მის წინ ჯადოქარი გენდალფ რუხი აღიმართა გარკვეული შემოთავაზებით. ადამიანებს ეშინიათ [სი]ახლის, ხოდა ჰობიტი რაღა გამონაკლისი იქნებოდა, ჩვენი ბილბოც დაფრთხა. მაგრამ გენდალფს სჯეროდა მისი, ენდობოდა და ამ ნდობამ ბილბო სასწაულ ქონდრისკაცებს და მათ მეფეს, თორინს შეახვედრა.

ასე ჩაისახა მოულოდნელი მოგზაურობა ქონდრისკაცების მთისქვეშა ქალაქის გამოსახსნელად და სამეფო ხაზინის დასაბრუნებლად..

აქ მე ვარდისფერი სათვალეები უნდა მოვიხსნა. მხოლოდ იმისთვის, რომ თვალები კარგად მოვიფშვნიტო და მერე ისევ გავიკეთო :დ

ჰოდა, ჩემო ძვირფასო სანტა, მე ვფიქრობ, მივაგენი ჩემი ოცნებების ასრულების საშუალებას და მიხარია, რომ შენთან საუბარი ჩემთვის წამახალისებელი აღმოჩნდა.

იცხოვრო ისე, რომ განიცდიდე ყოველ წუთს, წამს და იცხოვრო ისე ინტერესიანად, თითქოს ჯადოსნობა შენი სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყოს. ისე არა, რომ თავზე ქუდები და ათასი ჯინჯილები ატარო, ქუჩაში დადიოდე და პოტერიანას ჯადო შელოცვებს ესროდე ხალხს. არა, ასე არა..

ნამდვილი თავგადასავალი იწყება მაშინ, როცა შენ მისი გჯერა. როცა ერთფეროვნების მიღმა შენ ნამდვილ, მჩქეფარე და გამოუცნობ ცხოვრებას აღმოაჩენ. ერთფეროვნება ეს კარია, რომელიც უნდა გააღო, ფარდა, რომელიც უნდა გადასწიო. ერთფეროვნება ყოველთვის ფარავს მეორე მხარეს, ფარავს გამიზნულად. რადგან ყველასთვის არაა ის, რაც არის მის მიღმა. ბილბო აღმოჩნდა ის, ვინც ღირსი იყო გაეღო კარი და გადაელახა შაირის საზღვრები…

აღმოაჩინე შენში თავგადასავლის მაძიებელი – აი როგორ ვაპირებ ავისრულო ოცნება..

ძვირფასო სანტა, დაე იყოს ეს ჩემი პირველი და უკანასკნელი წერილი შენდამი. შემდეგი იქნება ის, რომ მე შენთან მოვალ როდისმე…

პატივისცემით,

აპოკალიფსს გადარჩენილი წერილი სანტას


4.5 მილიარდი წელია დედამიწა არსებობს და ბრუნავსო ამბობენ, არა ბრუნავსო ეგ ჯორდანო ბრუნომ თქვა მაგრამ მანამდეც ხომ ბრუნავდა? ჰოდა ერთადერთი ადგილიაო რომელიც ცოცხალი არსებებით არის დასახლებული და ეს ცოცხალი არსებააო- ადამიანი !!!

არა, არ მჯერა მე ამ ზღაპრის. მრავალი წლებია ამ გონიერ არსებას გვასულელებენ მთელ სამყაროში ერთადერთები და ყოვლისშემძლეები პრიმატების სახეობიდან ხართ განვითარებულებიო, მაგრამ აი ახლა დავფიქრდი და იქნებ მართლა ასეა ?

აბა ახლა რომ ვზივარ კალმით ხელში, სანთლის შუქზე წარბშეჭმუხნილი და ვფიქრობ როგორ მოგწერო, როგორ გთხოვო, რომ მოგანდომო ჩემამდე მოსვლა, ეს რა არის თუ არა პრიმიტივიზმი ან კარგი არ დავაკნინებ ჩემ მოდგმას და გეტყვი რომ მთელი დედამიწის 7 მილიარდი გონიერი არსებიდან უმრავლესობა რომ გელოდება ნორმალურია? ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ, ჩვენსავით გონიერი არსება- ადამიანი ხარ და მაინც შეგიძლია ყველას აგვისრულო სურვილი? Continue reading ‘აპოკალიფსს გადარჩენილი წერილი სანტას’

აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას (მაღლივიდან)

santa mailძვირფასო სანტა,

გწერთ შორეული და აპოკალიფსისგანაც დავიწყებული მაღლივიდან. მართალია, აქ მაინც ცივა ლექციებზე და ზოგიერთის გონებაში ჯერ ისევ ბნელა, მაგრამ მეტეორს გადავურჩით…

სიმართლე გითხრათ, არც შეგვშინებია. ჩვენ უფრო სხვა კატაკლიზმები გვაღელვებს, რომელთაც სახელებიც და გვარებიც როგორღაც ლექტორებისას მიუგავთ…

ყოველ წელს საახალწლოდ თითო ნაღველს მაინც გვიტოვებს მაღლივი–აქაოდა, ამდენ დღესასწაულსა და მხიარულებაში სტუდენტებს არ გადავავიწყდეო.

ალბათ, გეცოდინება, სანტა, რომ ყოველ წელს შობის მერე გვეწყება გამოცდები და ახალი წლის ღამესაც, შესაბამისად, მაღლიველი სტუდენტის ბალიშის ქვეშ რომელიმე მტანჯველი საგნის კონსპექტს უფრო იპოვის კაცი, ვიდრე საჩუქარს…

გული მიგრძნობს, რომ წელსაც ასე იქნება. მით უმეტეს, რომ ერთერთ საგანს მთელი ჯგუფი ვებრძვით, როგორც ცხრათავიან გველეშაპს და ჯერჯერობით საშველი არ უჩანს… ყოველ პარასკევს ახალი ძალით და გაათმაგებული გამეტებით გვანარცხებს ბეჭებზე ახალ-ახალი, ხელისმოტეხვამდე სწრაფად დასაწერი ქვიზები.

ხვალ ბოლოსწინა ბრძოლა გვაქვს–რეფერატებს ვაბარებთ. რა საგანი აღარ გაგვივლია, როგორ ლექტორს აღარ გავმკლავებივართ, მაგრამ ოცდათექვსმეტივე შიშით ველით ხვალინდელ დღეს–ჩვენთვის მაიას კალენდარი აქ მთავრდება.

ახალ წლამდე ოთხიოდე დღეა დარჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო განწყობა ჯერ კიდევ არ მაქვს, მჯერა, რომ ერთი სურვილის ახდენაზე უარს არ მეტყვი… ცოტა მასშტაბური კია, მაგრამ, იმედია, გამიგებ…

მინდა რომ ხვალ ყველა „გადავრჩეთ“ და ნორმალური ადამიანებივით შევძლოთ, ახალ 2013 წელს დაველოდოთ ან სულაც გვიხაროდეს, აპოკალიფსს რომ გადავურჩით. კიდევ მინდა, რომ 36 ბედნიერი სახე ვნახო მომავალ წელს, გამოცდიდან გამოსულებს ქულები რომ გვეცოდინება უკვე…

P.S. ჩვენთან ინტერნეტი ისეთი ნელია, უმალ ლაპლანდიამდე მარხილით ჩახვალ, ვიდრე სანტას იმეილს გაუგზავნი. ამიტომაც შენ განდობ ამ წერილს, ჭიამარია. ვიცი, გაუფრთხილდები და ადრესატს დროულად გადასცემ. მით უმეტეს, რომ თამარას, მოლის და მელომანის წერილები უკვე სანტას საფოსტო ყუთშია…


დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 181 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

მტვრიანი თარო

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge